среда, 12 декабря 2018 г.

ჩემი ალტერნატიული ახალი წელი – „365/366 – 1“

ახალი წელი და მისი ე.წ „სურნელი“ ჰაერში დეკემბრის დაწყებისთანავე იგრძნობა. საფუძვლიანად ვემზადებით ოჯახში, სამსახურში, მეგობრებთან ერთად, მარტო თუ ვინმე „ერთ კონკრეტულთან.“ ვგეგმავთ სად და როგორ გავატაროთ ახალი წლის ღამე… მთავარი ორომტრიალი დაკავშირებულია საახალწლო სუფრასთან, რაც მე ყველაზე ნაკლებად მხიბლავს…
თუმცა, გამოგიტყდებით და ყოველთვის ისე ვერ ვატარებ როგორც მინდა, როგორც მიოცნებია და წარმომიდგენია. ხელისშემშლელი ფაქტორი ბევრია, თუმცა ახლა დავფიქრდი და მაინც მგონია, რომ ერთ-ერთი არასწორად და „უგემურად“ დაგეგმვაა… და კიდევ ერთი მიზეზი – ყველა და ყველაფერი უკვე დაჯავშნილია, გადატვირთული ან სხვა შემოთავაზება არ მომწონს. საბოლოდ, ვზივარ სახლში, ტრადიციულად ვაკეთებ „იმას“ რასაც ყველა: გოზინაყი, საცივი, გოჭი  და ა.შ. ველოდები 12 საათს, ან ვინმე მესტუმრება, ან მე ვესტუმრები და… ახალი წელიც მორჩა!
თუ ევროპაში ახალი წლის დაწყებას აღნიშნავენ 1 იანვარს, ბირმაში ის დგება 1 აპრილს, ესკიმოსებთან პირველი თოვლის მოსვლისთანავე. მაგრამ უფრო გასაოცარია ის, რომ ინდოეთში ახალ წელს აღნიშნავენ წელიწადში რვაჯერ. ეთიოპიაში ახალი წელი დგება 11 სექტემბერს. ის ემთხვევა დიდი წვიმების დასასრულსა და მოსავლის აღების დაწყებას. რატომაც არა?
აი, ახლა დავგეგმავ როგორი წარმომიდგენია ალტერნატიული ახალი წელი, რომლისთვისაც სულაც არ არის საჭირო იყოს 31 დეკემბრის ღამე, 12 საათი და ა.შ.
ალტერნატიული უცხო სიტყვათა ლექსიკონში ასეა განმარტებული: ორში ერთი აუცილებელი ან შესაძლებელი…
ჩემი ალტერნატიული ახალი წელი, არც მეტი არც ნაკლები, 31 დეკემბრის გარდა, ყველა დღის საღამო იქნება, აი ასე! 31 დეკემბერი სჯობს ჩემმა გარშემომყოფებმა დაგეგმონ და საუკეთსო შემოთავაზებას კი მე ავირჩევ. შესაბამისად, შედეგით არც ვინერვიულებ და ის ისეთივე დღე იქნება, როგორიც იყო 2016 წლის 2 დეკემბერი თუ 29 ივნისი 🙂


Комментариев нет:

Отправить комментарий